logo
ENG



მეუფე შიო: უდაბნო და ჩიჩხიტური ისტორიულად ქართული ძეგლებია, სამწუხაროდ იქ ვერ ავდივართ

04 ივნ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო დავით გარეჯთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სასულიერო პირი იმედს გამოთქვამს, რომ საკითხზე მომუშავე ორმხრივი კომისია უფრო პრინციპული იქნება. მეუფე ხაზს უსვამს იმასაც, რომ დავით გარეჯი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მისი თქმით, დღეს გარეჯობაა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ადგილზე წირვა-ლოცვის აღდგენის უფლება მიეცეს.

„დღეს ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომელიც არის გარეჯის მახლობლად. ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური, რომელიც ისტორიულად ქართული ძეგლებია და ქართული სავანეები. ღირსი დავით გარეჯელის თანამოღვაწეების დაარსებულია. სამწუხაროდ იქ ვერ ავდივართ ვერ ვლოცულობთ და ვერ ვწირავთ.

„დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად ეს სიმართლეც დადგინდება“, - განაცხდა მეუფე შიომ.  


close დახურვა